კრიტიკა / რეცენზია

ევროპესმოტაცება

ევროპას მოტაცება

(ელენე ჯანელიძის მინიატურის მიხედვით)

მსოფლიო ხელოვნებაში გამორჩეული და საპატიო ადგილის მქონე ევროპას მოტაცების თემას გვერდი არც ელენე ჯანელიძემ აუარა. მეტიც, თავის მინიატურაში „ევროპას მოტაცება“, იმაზე მეტი მისია დააკისრა მშვენიერ ასულს, ვიდრე მითი ამის შესახებ გვაუწყებს.

Found in Translation

ამასწინათ რომანების პირველ სიტყვებზე ვფიქრობდი. პირველ რიგში, ცნობილი ფრაზები გავიხსენე, ზოგიც მოთხრობებიდან. უმეტესობას, რაც წამიკითხავს, საკუთარ თავში მთელი წიგნი ჩაეტია. დავფიქრდი, პირველი წინადადება ქმნიდა დანარჩენი ტექსტის განწყობას თუ მთლიანი წიგნის წაკითხვა განსაზღვრავდა შემდგომ პირველი სიტყვების ეფექტსაც. იმ კითხვას რომ მივადექი, ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი, მივხვდი, რომ შთაბეჭდილების მოხდენა ასეც და ისეც მწერლის საქმედ რჩებოდა, გინდ მთელი წიგნით, გინდ პირველი ფრაზით. მათ კი, ვინც საქმეს გაუმკლავდა, ყოველი, მათ შორის პირველი წინადადების მნიშვნელობასაც მკვეთრად გაუსვეს ხაზი.