თარგმანი

თარგმანი

სიყვარულის ჭრილობები
(ფედერიკო გარსია ლორკა)

ეს შუქი, ეს ცეცხლი, ასე რომ მშთანმთქავს,

ეს ნაცრისფერი პეიზაჟი, ასე რომ მდაგავს,

ეს ტკივილია, თან რომ მახლავს,

ეს ცა და სამყარო, სულ უფრო მთანგავს,

ეს სისხლის ყივილი, უპულსო ლირა, ისე აბრწყინებს მბზინავ ჩირაღდანს,

ნაღვლიანი ბავშვი
(მარგარეტ ეტვუდი)

მინდა, რომ რჩევა არ დავიშურო,

რადგანაც მესმის შენი ნაღველი –

ასაკობრივი, ფსიქიკური და ბუნებრივი.

წადი ფსიქიატრთან და მიიღე წამალი

ან თვალდაკარგულ თოჯინასავით,

დაძინებაში რომ გეხმარება,

გულში ჩაიკარი შენი წუხილი.

დიახ, ყველა ბავშვი სევდიანია,

მაგრამ ზოგი თავს აღწევს.

emily dickinson, lourdes saraiva

არასდროს, არასდროს მინახავს ჭაობი
(ემილი დიკინსონი)

არასდროს, არასდროს მინახავს ჭაობი;

არასდროს მინახავს ზღვა.

ყოველთვის, ყოველთვის ვიცნობ მანანას,

და გავიგონებ ზვირთების ხმას.

 

არასდროს, არასდროს მინახავს უფალი;

არასდროს ვწვევივარ ზეცას.

ყოველთვის, ყოველთვის მივაგნებ სამოთხეს,

და გავიკვალავ გზას.